სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სემინარი თემაზე „მოგების გადასახადის დაგეგმილი რეფორმა"

ოთხშაბათს, 18 მაისს, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება სემინარი თემაზე „მოგების გადასახადის დაგეგმილი რეფორმა“.

სემინარზე მოხსენებებს გააკეთებენ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, კომპანია EY (Ernst & Young)-ის უფროსი მენეჯერი ეკატერინე კიკნაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი გიორგი ნარმანია, PMCG (Policy and Management Consulting Group) კვლევის დირექტორი მაია გრიგოლია.

დღის წესრიგი 

14:00 – 14:15      სემინარის გახსნა
    ირაკლი ფორჩხიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი
14:15 – 15:00     მოგების გადასახადის ახალი მოდელის მიმოხილვა
    ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
15:00 – 15:45     ესტონური მოდელის ქართული თავისებურებანი
    ეკატერინე კიკნაძე, კომპანია EY, უფროსი მენეჯერი
15:45 – 16:00     შესვენება ყავაზე
16:00 –16:45     მოგების გადასახადის ახალი მოდელის საერთაშორისო საგადასახადო სამართლებრივი ასპექტები
    გიორგი ნარმანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი
16:45 – 17:30     მოგების გადასახადის რეფორმის რეგულირების გავლენის ანალიზი (RIA)
    მაია გრიგოლია, PMCG, კვლევის დირექტორი


დრო: 18 მაისი, 14:00 – 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია

ბანერები