სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზაფხულო სკოლა: „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“

20 ივლისიდან  3 აგვისტომდე  ბათუმში,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის  სკოლის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება საზაფხულო სკოლა კონსტიტუციურ  და  ადამიანის უფლებათა სამართლის საკითხებზე EU4Justice: სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა  და  USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) ფინანსური  მონაწილეობით
სკოლაში  განხილული იქნება  შემდეგი თემები:
სასამართლო კონტროლის სხვადასხვა მოდელი;  სისხლის სამართლის პროცესში მოქმედი კონსტიტუციური სტანდარტები და საერთაშორისო ნორმები; რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლება.
ლექციებს გაუძღვებიან მოწვეული პროფესორები დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
სკოლის მონაწილენი გაეცნობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკას, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.
მონაწილეთა  შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.  

სავალდებულო მოთხოვნები:

  • დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის  სტუდენტი ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე კურსდამთავრებული.
  • თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას.
  • ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე უცხოელ ექსპერტების მონაწილეობით.

საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ  საკონსტიტუციო სასამართლოში.

დაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ, წარმოადგინონ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არა უმეტეს 250 სიტყვისა) არა  უგვიანეს  26  ივნისის  18.00 საათისა  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@iliauni.edu.ge და hr@constcourt.ge.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას ინგლისურ ენასა და სამართალში.
 
საზაფხულო სკოლის სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებითა და საცხოვრებელი პირობებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა
საქართველო,  თბილისი
ჭავჭავაძის გამზ. N32
ტელ.: +9955 (77) 553391
 (+995 32) 222 00 09 (301)
ელ.ფოსტა: summerschool@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი  სოფიო შუბლაძე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველო, 6010 ბათუმი
მ. აბაშიძის ქ. N16/18,
სასამართლოს აპარატის შენობა
ტელ.: +9955 (77)111200
ელ. ფოსტა: hr@constcourt.ge
საკონტაქტო პირი თეონა კეკუსანძე

ბანერები