სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზაფხულო სკოლა: კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ევროკავშირის პროექტის „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა“ და "USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) ფინანსური მონაწილეობით, იწვევს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. სკოლა ჩატარდება 25 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქ ბათუმ. 

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამამოიცავს შემდეგ თემებს:

სასამართლო კონტროლის სხვადასხვა მოდელები; სისხლის სამართლის პროცესში მოქმედი კონსტიტუციური სტანდარტები და საერთაშორისო ნორმები; რელიგიის და გამოხატვის თავისუფლება.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკას, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან მოწვეული პროფესორები დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი.
  • კანდიდატი თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.

საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ საკონსტიტუციო სასამართლოში.

დაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ, წარმოადგინონ CV, ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არა უმეტეს 250 სიტყვა) არაუგვიანეს 24 ივნისის 18:00 საათისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@iliauni.edu.ge და const@constcourt.ge.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას ინგლისურ ენასა და სამართალში.

საზაფხულო სკოლის სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებითა და საცხოვრებელი პირობებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

საქართველო, თბილისი

ჭავჭავაძის გამზ. #32

ტელ.: +9955 (77) 553 391; (032) 222 16 37

ელფოსტა: summerschool@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი: სოფიო შუბლაძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველო, 6010 ბათუმი

მ. აბაშიძის ქ. #16/18 (სასამართლოს აპარატის შენობა)

ტელ.: +9955 (95) 220 121

ელფოსტა: const@constcourt.ge

საკონტაქტო პირი: დემურ კეზევაძე

 

ბანერები