სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საუკეთესო მოსარჩელის პრიზი - ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდის წარმატებები ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა, როგორც საქართველოს ჩემპიონმა გუნდმა, წარმატებით იასპარეზა ფილიზ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის საერთაშორისო ეტაპზე (Philip C. Jessup International Law Moot Court Competition), რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ში, 31 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით გაიმართა.

შეჯიბრებაში მონაწილეობდა 85 ქვეყნის 150 გუნდი.

საქართველოს სახელით მოასპარეზე სამართლის სკოლის გუნდი შეხვდა კანადის (ონტარიო), ირანის (თეირანის), უზბეკეთისა (ტაშკენტის) და გერმანიის (ჰერტის მართვის სკოლის) გუნდებს.

ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდს მიენიჭა საუკეთესო მოსარჩელის პრიზი, რაც გულისხმობს ყველაზე მაღალ შეფასებას წერილობით და ზეპირ გამოსვლაში კომბინირებულად. მოსარჩელის წერილობითმა ნაშრომმა დაიკავა 38-ე ადგილი მსოფლიოს მასშტაბით.

გარდა გუნდური წარმატებისა, ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებმა ინდივიდუალური გამარჯვებაც მოიპოვეს  გუნდის წევრები ქეთევან ბეჟანიშვილი და მარიამ ტაგანაშვილი შეჯიბრების მონაწილე 523 სტუდენტიდან საუკეთესო ზეპირ გამომსვლელთა ტოპ 50-ში მოხვდნენ.

ჯესაპის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდნენ სტუდენტები:

  • ქეთევან ბეჟანიშვილი
  • მარიამ ტაგანაშვილი
  • მარიამ სხვიტარიძე
  • მარიამ ბიბილური

გუნდს ხელმძღვანელობდა სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი თინათინ გოლეთიანი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამართლის სკოლა ულოცავს გუნდს და მის ხელმძღვანელს წარმატებულ ასპარეზობას!

2024

ბანერები