სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

30 ნოემბერს 12.00 საათზე (G106, ვაკის პარკთან, გიორგი წერეთლის ქ. 3) გაიმართება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის შეხვედრა ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

შეხვედრის არსი და მიზანი:

ქ-ნი ხათუნა კალმახელიძის მიერ 10 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი სიახლეების, მიმდინარე პროექტებისა და გეგმების გაცნობა სტუდენტებისათვის.

10 პუნქტიანი გეგმა მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, უმუშევრობის შემცირებას და ეკონომიკურ განვითარებას.

თავის მხრივ, სამინისტროს მიერ მსჯავრდებულთა პროფესიულ განათლებას, მათი გათავისუფლების შემდეგ დასაქმებასა და  შრომის ბაზარზე მორგებას.

ამ მიზნით თავისუფლების აღკვეთის რამდენიმე დაწესებულებაში უკვე ამოქმედდა საგანმანათლებლო სახლები, სადაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა მიმდინარეობს. აგრეთვე აქტიურად მიმდინარეობს პრობაციონერთა სარეაბილიტაციო და დასაქმების ღონისძიებები.

უახლეს პერიოდში  პენიტენციური ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდა, იმისათვის რომ 2013 წლისთვის პენიტენციური ჯანდაცვა გაუთანაბრდეს სამოქალაქო სექტორში არსებულ ჯანდაცვის ხარისხს.

10 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში სამინიტროს მიერ ხელის შეუწყობა  მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული დახმარების სერვისების გაზრდას.

ბანერები