სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„სასამართლო უნარ-ჩვევების“ ფინალური გამოცდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2015 წლის 26 და 27 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა სასწავლო კურსის - „სასამართლო უნარ-ჩვევები“ - ფინალური გამოცდის სახით იმიტირებული სასამართლო პროცესები გამართეს. იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე 10 გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდა აშშ-ის იურისტთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ საქმეზე - „საქართველო დავითის წინააღმდეგ“.

სასამართლოს სხდომას თავმჯდომარეობდა იურისტი გოგა ცეკვავა. პროცესს ასევე უძღვებოდნენ აშშ-ის იურისტთა ასოციაციის ტრენერები და სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორები: ნათია ბოკუჩავა და გიორგი ტურაზაშვილი.

ბანერები