სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქპატენტის მიზნობრივი ტრენინგები

2014 წლის 28 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის  საქპატენტი განახორციელებს მიზნობრივ ტრენინგს მეცნიერების სხვადასხვა დარგში არსებულ გამოგონებებსა და ინოვაციების თემებზე. სტუდენტებს ექნებათ საშუალება, გაეცნონ სხვადასხვა სფეროებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საინტერესო მაგალითებს და მსოფლიოში  არსებული გამოგონებების შესახებ ინფორმაციას.

ტრენინგზე მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის პირველ 20 სტუდენტს, რომლებიც წინასწარ გაივლიან რეგისტრაციას  ელფოსტის შემდეგ მისამართზე  mgiorgobiani@iliauni.edu.ge  არაუგვიანეს  მიმდინარე წლის 25 იანვრის 18 საათისა.  სტუდენტებს შერჩევის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ იმეილის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას.

ბანერები