სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ილიაუნის სამართლის სკოლის პირველკურსელთა ვიზიტი გრძელდება

ახალი ამბები

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის პირველკურსელები 2014 წელს ხშირად სტუმრობდნენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

მიმდინარე სასწავლო წელს ილიაუნის სამართლის სკოლის პირველკურსელები ეტაპობრივად ეწვევიან საქართველოს უზენაეს სასამართლოს. ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები დაათვალიერებენ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სხდომათა დარბაზებს, გაეცნობიან შენობის ისტორიას და ნახავენ მუზეუმს, სადაც განთავსებულია სამართლის ძეგლების უძველესი ექსპონატები.

ბანერები