სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირველი კომენტარი“ - წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

11 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართება წიგნის - „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისპირველი კომენტარი“ - პრეზენტაცია.

პრეზენტაციას გაუძღვებიან: ABA ROLI-ს (ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივა) საქართველოს ოფისის სამხარეო დირექტორის მოადგილე - მამუკა მამაცაშვილი; სისხლის სამართლის საპროცესოკოდექსის კომენტარების წიგნის რედაქტორი - გიორგი გიორგაძე; თანაავტორები - გიორგი თუმანიშვილი და დავით კვაჭანტირაძე.

ABA ROLI-ს წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემენ წიგნებს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირველი კომენტარი“, ერთი წლის მუშაობის შედეგად, 2015 წელს გამოსცა ABA ROLI-ს საქართველოს წარმომადგენლობამ ამერიკის შეერთებული შტატებისსახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

ABA ROLI-ს მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში შედიოდა მართლმსაჯულების ყველა რგოლი (სასამართლო, პროკურატურა და ადვოკატთა კორპუსი), ასევე - აკადემიური წრის წარმომადგენლები. წიგნი მიზნად ისახავს,სრულყოფილად გააანალიზოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს პრაქტიკოს იურისტებს, მოსამართლეებს და სხვა პროფესიონალებს სისხლის სამართლის საპროცესოკოდექსის სათანადო გამოყენებაში.

დრო: 11 აპრილი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები