სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი სტუმრად ილიაუნის საზაფხულო სკოლაში

2017 წლის 20 ივლისს გაიხსნა კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა. საზაფხულო სკოლა, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, მიმდინარეობს EU4Justice: სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის, ევროკავშირის პროექტისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) ფინანსური მონაწილეობით. სკოლა თბილისსა და ბათუმში 3 აგვისტოს ჩათვლით იმუშავებს.

პროექტის ფარგლებში სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტმა სტუდენტებთან საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში დინამიკური საკონსტიტუციო რეფორმა მიმდინარეობს.

ბანერები