სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებულ სტატიების კონკურსში პირველი ადგილი ილიას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტმა - ნინო ღვედაშვილმა აიღო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაატარა სტატიების კონკურსი, თემაზე "არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ეფექტური მექანიზმები".

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. კონკურსი თავის მხრივ ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე სტუდენტებმა წარადგინეს კონკურსში მონაწილეობის განაცხადები და თემის მოკლე აღწერილობები, ხოლო მეორე ეტაპზე გასულ სტუდენტებს ამა წლის 15 იანვრამდე იუსტიციის სამინისტროში უნდა წარედგინათ დასრულებული ნაშრომები. მეორე ეტაპისათვის შეირჩა 11 ნაშრომი, რომელთაგანაც კონკურსის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად 9 ავტორმა წარადგინა დასრულებული სტატიები. 

4 მაისს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტ’’-ში ჩატარდა სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს კონფერენცია „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია“, რომელ კონფერენციაზეც სტატიების კონკურსის ორგანიზატორებმა საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვეს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები, გადასცეს მათ სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

სტატიების კონკურსში გამარჯვებული გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეოთხე წლის სტუდენტი - ნინო ღვედაშვილი.

ვულოცავთ ნინოს ამ გამარჯვებას.

ბანერები