სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს ჩემპიონატი ხელშეკრულების შედგენის ტექნიკაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ამა წლის მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში ატარებს საქართველოს რიგით მესამე ჩემპიონატს ხელშეკრულებების შედგენაში.

როგორც იცით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მასპინძლობს საქართველოს ჩემპიონატს ხელშეკრულების შედგენაში (შედგენის ტექნიკაში).

წელს, უკვე მესამედ, ტარდება ეს ჩემპიონატი. წინა წლებში მიღებულმა გამოცდილებამ და შედეგებმა დაგვანახეს, რომ ეს ჩემპიონატი აუცილებელია საქართველოში სამართლის ფაკულტეტ(ებ)ის/სკოლ(ებ)ის სტუდენტთათვის და ხელს უწყობს სწავლის პროცესში შეძენილი პრაქტიკული უნარ-ჩვევების რეალიზებას.

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების სამართლის (იურიდიული) ფაკულტეტ(ებ)ის/სკოლ(ებ)ის საბაკალავრო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს.

ჩემპიონატი ჩატარდება ორ ტურად.
პირველ ტურში მონაწილეებს ეძლევათ კონკრეტული დავალება, რომლის მიხედვითაც მათ უნდა შეადგინონ ამ დავალებაში მოცემული პირობების შესაბამისად - ხელშეკრულება.

მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს (პირველ ტურში შესრულებულ (შედგენილ) ხელშეკრულებებში) საუკეთესო შედეგის მქონე ცხრა სტუდენტი.

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 2013 წლის 30 აპრილი. რეგისტრაცია ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ოთახი ა402.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ 2 22-16-37 ან მოგვწერეთ lawschool@iliauni.edu.ge

ჩემპიონატში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით და საჩუქრებით.

ბანერები