სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს ჩემპიონატი "კაზუსების ამოხსნაში" მონაწილეთა საყურადღებოდ

როგორც იცით, 2010 წლის 2 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან. შეხვედრის თემა - საქართველოს ჩემპიონატი კაზუსების ამოხსნაში. შეხვედრას ერთობლივად წარმართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობისა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე დამსწრე სტუდენტებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია ჩემპიონატის მიზნების, ამოცანების და განხორციელების გზების შესახებ.

როგორც იცით საქართველოს ჩემპიონატში კაზუსების ამოხსნაში, მონაწილეობას ღებულობენ საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტების სტუდენტები. პროექტის მიზანს წარმოადგენს:

  •    საუკეთესო სტუდენტების გამოვლენა;
  •    სტუდენტთა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაცია, სამართლებრივი აზროვნების დახვეწა;
  •    გახმაურებული საქმეების განხილვა, ანალიზი;
  •    იურისტისათვის აუცილებელი უნარჩვევების შეძენა.


პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და მოიცავს ათზე მეტ უმაღლეს სასწავლებელს.
პროექტი ხორციელდება: კერძო სამართლის, საჯარო სამართლისა და სისხლის სამართლის მიმართულებებში. პროექტში მონაწილეობის მსურველებს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს) განესაზღვრათ პროექტში რეგისტრაციისათვის ვადა - 06 ნოემბერი 2010 წ. 18:00. 

პროექტი ხორციელდება ორ ეტაპად: შიდა ჩემპიონატი (I ეტაპი) და უნივერსიტეტთაშორისი ჩემპიონატი (II ეტაპი).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი (რეგისტრაცია გაიარა) გამოთქვა 43 სტუდენტმა.
მათგან: 14 სტუდენტი დარეგისტრირდა კერძო სამართლის მიმართულებაზე, 23 სტუდენტი სისხლის სამართლის მიმართულებაზე და 6 სტუდენტი - საჯარო სამართლის მიმართულებაზე.

გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კაზუსების ამოხსნაში შიდა ჩემპიონატი ჩატარდება ამა წლის 14 ნოემბერს (კვირა) 15:00 საათზე აუდიტორია (A205) -ში. მონაწილეებს გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

პროექტის ორგანიზატორები არიან:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და სტუდენტური თვითმმართველობა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა

საქართველო ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA Georgia)

__________________________________________________________________________________

საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები

I, II, III ადგილის მფლობელები (მეორე ეტაპის გამარჯვებულები) დაჯილდოვდებიან.

ბანერები