სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საპროცესო შეთანხმების როლი ქართულ სამართალწარმოებაში

11 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ქეთევან  ჯაჭვაძე გამართავს საჯარო ლექციას  თემაზე: „საპროცესო შეთანხმების როლი ქართულ სამართალწარმოებაში და მისი თანმდევი შედეგები“. კერძოდ, საუბარი იქნება საპროცესო შეთანხმების ისტორიაზე, პრაქტიკაში არსებულ უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე, რამდენად არის უზრუნველყოფილი სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმების დადებისას, როგორ ხდება საპროცესო შეთანხმების  გაფორმება მხარეებს შორის და რა სამართლებრივი შედეგები მოყვება მას.

ბანერები