სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საპენსიო დანაზოგების საინვესტიციო მენეჯმენტი – საჯარო შეხვედრა

ღონისძიებები

23 დეკემბერს, 11:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრის ორგანიზებით საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია და  საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე გამართავენ საჯარო შეხვედრას თემაზე „საპენსიო დანაზოგების საინვესტიციო მენეჯმენტი“.

მომხსენებლები განიხილავენ შენატანების დაცულობის საკითხს, საინვესტიციო რისკის კონტროლის მექანიზმებს საპენსიო სააგენტოში და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას, ასევე ისაუბრებენ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო გეგმებსა და მოქალაქეების მხრიდან დაზოგილი თანხების ალოკაციების სამომავლო პერსპექტივებზე სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელში.

მომხსენებლები 

  • გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს დირექტორი
  • გიორგი მელიქიძე საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 23 დეკემბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

ბანერები