სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სანოტარო მედიაცია

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სთავაზობს ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებს, რომ მიმდინარე წლის 9 ნოემბერს 11:00 საათზე დაესწრონ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის შენობაში საჯარო ლექციას თემაზე ,,სანოტარო მედიაცია’’

სტუდენტებს, ვისაც სურს ამ ლექციაზე დასწრება გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ელ-ფოსტაზე mgiorgobiani@iliauni.edu.ge, გამოაზგავნეთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი. აქვე გთხოვთ წერილის თემის ველში მიუთითოთ - საჯარო ლექციაზე დასწრება.

საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 4 ნოემბერი 18:00

ბანერები