სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამთვიანი კომპლექსური პროგრამა ადვოკატის საპროცესო უნარ-ჩვევებში

„კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“-ის  სამოქალაქო სამართლის ადვოკატთა სკოლის 3 თვიანი კომპლექსური პროგრამა ადვოკატის საპროცესო უნარჩვევებში.
„კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“ ილიაუნის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის 2 სტუდენტს უფასოდ ჩარიცხავს CLS-ს სამოქალაქო სამართლის ადვოკატთა სკოლაში და გაატარებს სპეციალიზირებულ 3 თვიან კომპლექსურ სერთიფიცირებულ პროგრამას ადვოკატის საპროცესო უნარ-ჩვევებში.
CLS - ში შესაძლებლობა გექნებათ 3 თვის განმავლობაში შეიძინოთ და გაიღრმავოთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გახდეთ ევროსტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი ადვოკატი.
CLS  ასევე ილიას უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 3 სტუდენტს, რომელთაც გავლილი აქვთ სამოქალაქო პროცესი, სთავაზობს იმავე სრული პროგრამის გავლას უპრეცენდენტო ფასდაკლებით 500 ლარად (ანუ თვეში მხოლოდ 167 ლარი.).
CLS - ის პროგრამებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური ტრენერები (ადვოკატები და მოსამართლეები და პროფესორები)
CLS - ის პროგრამა ეფუძნება სამართლის და სხვა დარგებში საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოცდილებას.
კრედიტები
მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში თითოეული პროგრამის გავლა სტუდენტებს ჩაეთვლებათ სავალდებულო პრაქტიკულ კომპონენტში და მიიღებენ შესაბამის - 6 კრედიტს.
აკრედიტაცია
კავკასიის ადვოკატთა სკოლას CLS - სს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მინიჭებული აქვს ორგანიზაციული აკრედიტაცია, რაც უზრუნველყოფს ადვოკატთა განგრძობად განათლებას.
სტაჟირება
პროგრამის დასრულებისას გათვალისწინებულია სტაჟირება ცნობილ საადვოკატო ფირმებში და თბილისის მერიის „თბილისელების ადვოკატი“-ს სამსახურში.
ინფრასტრუქტურა
CLS - ს გააჩნია ევროსტანდარტების შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა და  (აუდიტორიები, საპრეზენტაციო დარბაზი, ბიბლიოთეკა).
CLS - ში მიიღებიან იურისტები და საბაკალავრო პროგრამის ის სტუდენტებიც რომელთაც გავლილი აქვთ სამოქალაქო პროცესი.
CLS - ში თითოეულ სკოლაში 3 თვიან ინტენსიურ (კომპლექსურ) პროგრამაზე სწავლის სრული საფასური შეადგენს - 750 ლარს (ილიას უნივერსიტეტის 3 სტუდენტისათვის ფასდაკლებით 500 ლარს.), რომლის გადახდაც მსურველებს შეუძლიათ სრულიად უპროცენტო 24 თვემდე მომენტალური განვადებით, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით. ილიაუნის სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის 2 სტუდენტს აღნიშნული პროგრამის გავლა შეეძლება უფასოდ!
CLS - ში დასრულდა უკვე ორი ნაკადის სწავლა, სადაც პროგრამა გაიარეს ილიას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის 3-მა სტუდენტმა.

პროგრამის გავლისას მსმენელები გაივლიან შემდეგ საგნებს:

განრიგი:  მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2-3 ჯერ 19 საათიდან (კვირისა და უქმე დღეების გარდა) 2 საათიანი ხანგრძლივობით.
კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საგნებს:

  • სამოქალაქო საპროცესო უნარ- ჩვევები: 34 სთ ტრენერი- მიხეილ გოგიშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი;
  • ადმინისტრაციული საპროცესო უნარ - ჩვევები: 14 სთ. - ტრენერი ლეილა მამულაშვილი-  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • სამართლებრივი მართლწერა (საპროცესო დოკუმენტაციის შედგენა): 10 სთ. - ტრენერები:  მარი ჭყონია - საქ. ეროვნული უშიშროების საბჭოს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე; ზურაბ ჭყონია, ადვოკატი, ას. პროფესორი;
  • რიტორიკა - სასამართლო მჭერმეტყველება: 12 სთ. - ტრენერი ცირა ბარბაქაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • ელექტრონული მართლმსაჯულება 5 სთ - ტრენერი, მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი.

დაწვრილებითი ინფორმაციიასათვის ეწვიეთ კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS ვებ გვერდს http://www.clsgeo.ge
ან დაგიკავშირდით:
lawyers.school@yahoo.com
https://www.facebook.com/kavkasiisadvokatta.skola
2183637;
599177573

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მიმართოთ ილიაუნის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელს ამირან მეშველიშვილს amiran.meshvelishvili@iliauni.edu.ge .
რეგისტრაციის ბოლო ვადა 2014 წლის 30 აპრილი.
სწავლა დაიწყება 1 მაისს.
გისურვებთ წარმატებას და პროფესიულ წინსვლას.

CLS – გახდი წარმატებული ადვოკატი ჩვენთან ერთად !

ბანერები