სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამეცნიერო ნაშრომების მიღება ჟურნალისთვის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“

ახალი ამბები

ჟურნალი „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ აცხადებს სამეცნიერო ნაშრომების მიღებას ჟურნალის მომდევნო ნომერში (2022 წლის დეკემბერი) გამოსაქვეყნებლად.

ჟურნალის შესახებ:

„საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ ორენოვანი საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალია (ჟურნალი განთავსებულია EBSCO სამეცნიერო კვლევით ბაზაში), რომელსაც გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ჟურნალში იბეჭდება სტატიები, ნარკვევები, მიმოხილვები, ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი.

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველი:

სამეცნიერო ნაშრომების წარდგენა შეუძლიათ სამართლის და მომიჯნავე სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, პრაქტიკოს იურისტებს და სტუდენტებს.

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველთათვის:

თემატიკა

ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნაშრომები შემდეგ თემატიკაზე: ადამიანის უფლებების დაცვა კრიზისების დროს. აკადემიური ნაშრომები, შესაძლოა უკავშირდებოდეს შემდეგ საკითხებს:

  • ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმები ომის, გლობალური პანდემიის, საგანგებო მდგომარეობისა და სხვა კრიზისულ ვითარებებში;
  • საერთაშორისო სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები;
  • საერთაშორისო დანაშაულები და საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების იურისდიქცია;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები და ადამიანის უფლებები საომარი მდგომარეობისას.

აკადემიური ნაშრომის წარდგენის წესი და ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები:

  • აკადემიური ნაშრომი მიიღება უშუალოდ ავტორებისგან;
  • აკადემიური ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია ან ქართულ, ან ინგლისურ ენაზე;
  • აკადემიური ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული (გარდა უცხოური სტატიის თარგმანისა);
  • აკადემიურ ნაშრომს თან უნდა ერთოდეს 150-200-სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის რეზიუმე;
  • რედაქტირების დროს შესაძლებელია აკადემიური ნაშრომის ზომისა და შინაარსის კორექტირება;
  • აკადემიური ნაშრომის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო;
  • განსახილველად წარმოდგენილი აკადემიური ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული;
  • მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word) არა უმეტეს 6 000 სიტყვისა; შრიფტი Sylfaen (ნაშრომის ქართულად წარმოდგენის შემთხვევა) ან Times New Roman (ნაშრომის ინგლისურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში). შრიფტის ზომა – 12, ხაზებს შორის დაშორება – 1.5 სმ.
  • აკადემიური ნაშრომის შერჩევისა და დაბეჭდვის გადაწყვეტილების მიღებისას განმსაზღვრელია ნაშრომის ხარისხი და აქტუალურობა.

ციტირება და პლაგიატი:

ჟურნალში განსათავსებელი აკადემიური ნაშრომების ციტირების სახელმძღვანელო სტანდარტებს გაეცანით შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3wJ0z7W

ჟურნალის რედაქცია:

ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და აკადემიური ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: clr@iliauni.edu.ge არა უგვიანეს 2022 წლის 11 ოქტომბრისა.

2022 წელი

 

ბანერები