სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამეცნიერო ნაშრომების მიღება ჟურნალისთვის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“

ახალი ამბები

ჟურნალი „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ აცხადებს სამეცნიერო ნაშრომების  მიღებას ჟურნალის მომდევნო ნომერში (2020 წლის ივნისი) გამოსაქვეყნებლად. 

ჟურნალის შესახებ: 

„საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებადი  სამეცნიერო ჟურნალია (ჟურნალი განთავსებულია EBSCO სამეცნიერო კვლევით ბაზაში), რომელსაც გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ჟურნალი მოიცავს სტატიებს, ნარკვევებს, მიმოხილვებს, ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზს. 

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველი 

სამეცნიერო ნაშრომების წარდგენა შეუძლიათ სამართლისა და მომიჯნავე სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სტუდენტებს. 

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველთათვის: 

თემატიკა 

ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნაშრომები, რომლებიც უკავშირდება საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების რეფორმას საქართველოში  ან/და მის ფარგლებს გარეთ. ნაშრომები შესაძლოა შეეხებოდეს შემდეგ საკითხებს: 

  • საკონსტიტუციო რეფორმა და კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურის მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში; 
  • კონსტიტუციური პრინციპები და მათი პრაქტიკული გამოყენების საფუძვლები; 
  • ადამიანის უფლებების მომწესრიგებელი დებულებები კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით; 
  • სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები, ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოთა და თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციათა გამიჯვნა; 
  • ახალი კონსტიტუციური ორგანოები და მათი როლი საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ; 
  • შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები; 
  • მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო ხელისუფლების კომპეტენცია; 
  • სასამართლო რეფორმა, კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები და პრაქტიკა; 
  • საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და მათი პრაქტიკული ასპექტები; 
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მარეგულირებელი დებულებები კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით; 
  • სხვა რელევანტური საკითხები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას. 

აკადემიური ნაშრომის წარდგენის წესი და ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები: 

  • აკადემიური ნაშრომი მიიღება უშუალოდ ავტორებისგან; 
  • აკადემიური ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე; 
  • აკადემიური ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული (გარდა უცხოური სტატიის თარგმანისა); 
  • აკადემიურ ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს 150-200-სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის რეზიუმე; 
  • რედაქტირების დროს შესაძლებელია აკადემიური ნაშრომის ზომისა და შინაარსის კორექტირება; 
  • აკადემიური ნაშრომის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია; 
  • განსახილველად წარმოდგენილი აკადემიური ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული; 
  • მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word) არა უმეტეს 6 000 სიტყვისა; შრიფტია– Sylfaen (ნაშრომის ქართულად წარმოდგენის 
  • შემთხვევაში) ან Times New Roman (ნაშრომის ინგლისურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში). შრიფტის ზომა: 12, ხაზებს შორის დაშორება – 1.5 სმ.;
  • აკადემიური ნაშრომის შერჩევისა და დაბეჭდვის გადაწყვეტილების მიღებისას განმსაზღვრელია ნაშრომის ხარისხი და აქტუალურობა. 

ციტირება და პლაგიატი: 

ჟურნალში განსათავსებელი აკადემიური ნაშრომების ციტირების სახელმძღვანელო 

სტანდარტებს გაეცანით შემდეგ ბმულზე: http://iliauni.edu.ge/uploads/other/2/2588.pdf 

ჟურნალის რედაქცია: 

ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და აკადემიური ნაშრომების გამოგზავნა 

შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: clr@iliauni.edu.ge არა უგვიანეს 2020 წლის 31 მარტისა. 

ბანერები