სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამდღიანი ინტენსიური საჯარო ლექციები გიორგი ტურაზაშვილთან ერთად

28 ნოემბერს, პარასკევს, 13:00 საათზე, წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი, გიორგი ტურაზაშვილი, ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე - სისხლის სამართლის დანაშაულებები ქართულ, ევროპულ და ანგლო-ამერიკულ სამართლის სისტემაში. საჯარო ლექციაზე სამართლის კოლის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, განხილული თემატიკის ფარგლებში მოისმინონ/გააანალიზონ ლექტორის მიერ მიწოდებული პრაქტიკული მაგალითები და ჩაერთონ დისკუსიაში.

საჯარო ლექცია ჩატარდება სამდღიანი ინტენსიური სალექციო კურსის - ”სისხლის სამართალი პრაქტიკაში” - ფარგლებში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, თვითმმართველობის სამართლის საბჭოსთან ერთად, 28 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე გეგმავს. სალექციო კურსი - ”სისხლის სამართალი პრაქტიკაში” - მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: სისხლის სამართლის დანაშაულებები ქართულ, ევროპულ და ანგლო-ამერიკულ სამართლის სისტემაში, სასჯელი და მისი გამოყენების კრიტერიუმები, არასრულწლოვანები და დანაშაული.

ლექციები თემატიკის მიხედვით
I ლექცია
28 ნოემბერი, პარასკევი, 13:00-16:00 საათი, წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

თემა: სისხლის სამართლის დანაშაულებები ქართულ, ევროპულ და ანგლო-ამერიკულ სამართლის სისტემაში

II ლექცია
29 ნოემბერი, შაბათი, 18:00-21:00 საათი, B 102

თემა: სასჯელი და მისი გამოყენების კრიტერიუმები

III ლექცია
30 ნოემბერი, კვირა, 15:00-18 :00 საათი, B 102

თემა: არასრულწლოვანები და დანაშაული

ბანერები