სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„სამართლის ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის“ - პროექტის დასკვნითი ღონისძიება

ღონისძიებები

22 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში გაიმართება პროექტის - „სამართლის ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის“ - დასკვნითი ღონისძიება. პროექტი განხორციელდა „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  საქალაქო სამსახურისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის მხარდაჭერით.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე აუდიტორია გაეცნობა შემაჯამებელ პრეზენტაციას,  რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ყველა ის აქტივობა, რომელიც განხორციელდა პროექტის - „სამართლის ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის“ - ფარგლებში.

პროექტის მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი. წარმატებულებს ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი გადასცემს „ქინდლს“ და დამატებით საჩუქრებს; ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სახელით, გადაეცემათ ფასიანი პრიზები.

დრო: 22 მარტი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: B202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიების დეტალური განრიგი იხილეთ თანდართულ დოკუმენტად.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები