სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სტუდენტური გუნდის წარმატება ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის შეჯიბრებაში

ახალი ამბები

სამართლის სკოლის სტუდენტებმა 14-19 ივნისს მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ჰააგაში გამართულ ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის შეჯიბრებაში.

ილიაუნის სტუდენტთა გუნდის მოსარჩელე მხარის ზეპირმა და წერილობითმა პოზიციამ ჯამური შეფასებით მე-4 ადგილი დაიკავა, მოპასუხე მხარის წერილობითმა პოზიციამ კი – მე-8 ადგილი და საუკეთესო ათეულში შევიდა.

შეჯიბრებაში ილიაუნის სახელით მონაწილეობდნენ სტუდენტები: მარიამ ტაგანაშვილი, მარიამ სხვიტარიძე, ნუცა ოსიაშვილი, შოთა ბარდაველიძე.

გუნდის მწვრთნელები იყვნენ სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი თინათინ გოლეთიანი და საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ქეთევან ბეჟანიშვილი.

ბენჟამინ მარიუს ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის შეჯიბრება Grotius Centre for International Legal Studies-ის ორგანიზებით ტარდება და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან სამართლებრივ შეჯიბრებად ითვლება. წლევანდელ, 46-ე, ტელდერსის საერთაშორისო რაუნდებში მონაწილეობდა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების 25 გუნდი. ილიაუნის გუნდმა საერთაშორისო რაუნდებში უკრაინის, ინგლისის, რუმინეთისა და უნგრეთის გუნდების წინააღმდეგ იასპარეზა.

2023 წელი

ბანერები