სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სტუდენტთა III სამეცნიერო კონფერენცია

24 მაისს, 14:00-ზე, A 101 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტთა მესამე სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ეტაპი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება იმ სტუდენტთა ნაშრომები, რომლებმაც გაიარეს კონფერენციის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა შესაბამის დარგში მომუშავე ექსპერტების მიერ ნაშრომების შეფასებას. ფინალურ ეტაპზე დაშვებულ იქნა ნაშრომები, რომლებმაც გადალახეს 41-ქულიანი ზღვარი (60 ქულიდან).

კონფერენციის ფინალურ ეტაპზე მოხდება ნაშრომებზე მუშაობისას მიღებული შედეგების გაცნობა და გაიმართება სამეცნიერო კითხვა-პასუხი.

სტუდენტები შეფასდებიან 40 ქულის ფარგლებში. მიღებული შეფასება დაჯამდება კონფერენციის პირველ ეტაპზე მიღებულ შეფასებასთან და გამარჯვებულები გამოვლინდებიან ჯამური ქულის მიხედვით.

ბანერები