სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სტუდენტები სტუმრად საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში

2013 წლის 28 მაისს სამართლის სკოლის პირველი და მეორე წლის სტუდენტებისათვის მოეწყო გაცნობითი შეხვედრა (ტური) საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში. პალატასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელმოწერილია ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც პალატის წევრებსა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის დამყარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის ხორციელდება მრავალი საინტერესო ღონისძიება და საჯარო ლექცია (შეხვედრა).

ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა თეა აბრამიძემ ჩაატარა პრეზენტაცია, სადაც დეტალურად ისაუბრა ნოტარიუსებისა და სანოტარო ბიუროების საქმიანობაზე, გააცნო სტუდენტებს მოქმედი ნორმატიული რეგულირება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაეუფლონ ისინი ნოტარიუსის პროფესიას.

ტურის ბოლოს სტუდენტებმა მოინახულეს თავმჯდომარისა და ნოტარიუსთა პალატაში დასაქმებული პირების სამუშაო გარემო.

ბანერები