სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოში

სამართლის სკოლის სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოში

2013 წლის 10 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე წლის სტუდენტები სასწავლო კურსის - „სამართლის პროფესიების“ ფარგლებში ესტუმრნენ საქართველოს  უზენაეს სასამართლოს.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს  ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის სხდომათა დარბაზები, გაეცნენ შენობის ისტორიას, დაათვალიერეს უზენაეს სასამართლოში არსებული მუზეუმი სადაც განთავსებულია სამართლის ძეგლების უძველესი ექსპონატები, ვიზიტის ბოლოს სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე  კუბლაშვილს, რომელმაც ვრცელი შეხვედრა გამართა მათთან. საუბარი შეეხებოდა ისეთ თემებს როგიც არის მართლმსაჯულების თანამედროვე გამოწვევები, უზენაესი სასამართლოს როლი მართლმსაჯულების სივრცეში, სასამართლოში გატარებული რეფორმები და სასამართლო სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები.

გაცნობითი ტურის ბოლოს სტუდენტებმა მოინახულეს თავმჯდომარის და უზენაეს სასამართლოში დასაქმებული სხვა პირების სამუშაო გარემო. შემდეგი ვიზიტი უზენაეს სასამართლოში გაიმართება ორ კვირაში. დეტალურ ინფორმაციას ვიზიტის შესახებ სტუდენტები მიიღებენ არგუსის მეშვეობით.

ბანერები