სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სტუდენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში!

22 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და კლუბ „სტუდენტური სასამართლოს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის პროექტის - „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა“ - ფინანსური მხარდაჭერით, ილიაუნის სამართლის სკოლის კონკურსის საფუძველზე შერჩეული 26 სტუდენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ორდღიან სასწავლო ტრენინგტურში მონაწილეობის მისაღებად ბათუმში გაემგზავრა.

ტრენინგტურის ფარგლებში, დაგეგმილია საჯარო ლექციები, რომლებსაც გაუძღვებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი და სამართლებრივი და ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები. სტუდენტები სასამართლო პროცესს დაესწრებიან.

პროექტი დასრულდება 24 დეკემბერს.

ბანერები