სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სტუდენტები საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში

სამართლის სკოლის სტუდენტები საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში

2013 წლის 9 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე წლის სტუდენტები სასწავლო კურსის - „სამართლის პროფესიების“ ფარგლებში ესტუმრნენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

სტუდენტები შეხვდნენ ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელ დირექტორს, თეა აბრამიძეს, რომელმაც ჩაატარა პრეზენტაცია და დეტალურად ისაუბრა ნოტარიუსებისა და სანოტარო ბიუროების საქმიანობაზე, ნოტარიატში გატარებულ რეფორმებზე, ელექტრონულ სანოტარო სერვისებსა და  ნოტარიუსთა პალატის ფუნქციებზე. სტუდენტები გაეცნენ მოქმედ ნორმატიულ რეგულირებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაეუფლონ ისინი ნოტარიუსის პროფესიას.

სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ახალი სანოტარო სერვისით, სანოტარო მედიაციით, რომელიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა.

აღმასრულებელი დირექტორი სტუდენტებს ასევე ესაუბრა სანოტარო მედიციასა და სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ უცხოეთში არსებულ პრაქტიკაზე.

გაცნობითი ტურის ბოლოს სტუდენტებმა მოინახულეს თავმჯდომარისა და ნოტარიუსთა პალატაში დასაქმებული სხვა პირების სამუშაო გარემო.

ბანერები