სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სტუდენტები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში

სამართლის სკოლის სტუდენტები საქართველოს  ადვოკათა ასოციაციაში

2013 წლის 16 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე წლის სტუდენტები სასწავლო კურსის - „სამართლის პროფესიების“ ფარგლებში ესტუმრნენ საქართველოს  ადვოკატთა ასოციაციას.
ვიზიტის ფარგლებში ვრცელი შეხვედრა  გაიმართა   საქართველ  ოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ქალბატონ ეკა გასიტაშვილთან, რომელმაც გააცნო სტუდენტებს ადვოკატთა ასოციაციის ძირითადი მიზნები, ფუნქცია და ამოცანები, შეხვედრის ძირითადი ნაწილი კი ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის საქმიანობის განხილვას დაეთმო, კერძოდ საუბარი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის: ეთიკის კომისიის წევრთა ნომინირების და არჩევის წესი, ეთიკის კომისიის დაკომპლექტება, ეთიკის კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი, კომისიაში შესული საჩივრების განხილვა და პროცედურების რეგულირების საკითხები. 
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია სტუდენტებსა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს შორის.

ბანერები