სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სტუდენტები ჰუგო ზინსჰაიმერის სახელობის მეექვსე საერთაშორისო შეჯიბრებაზე

ახალი ამბები

ილიაუნის სამართლის სკოლის ორგანიზებით საქართველოს გუნდმა ჰუგო ზინსჰაიმერის სახელობის შრომის სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღო მონაწილეობა.

ქართული გუნდი პროცესზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტმა მართა ბოკუჩავამ და ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტმა ლიკა ღამბაშიძემ წარმოადგინეს.

ჰუგო ზინსჰაიმერის სახელობის შრომის სამართლის საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესი წელს მეექვსედ გაიმართა და მისი მასპინძელი ლისაბონი (პორტუგალია) იყო.

შეჯიბრების თემაა ევროკავშირის შრომის სამართალი და მასში ყოველწლიურად 12 სხვადასხვა ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. წლევანდელი პროცესი ჰოლანდიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

2022 წელი

 

ბანერები