სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სამეცნიერო ჟურნალის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვის“ მე-14 ნომრის პრეზენტაცია

ღონისძიებები

20 ივლისს, 15:00 საათზე, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამეცნიერო ჟურნალის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვის“ მე-14 ნომრის ონლაინპრეზენტაცია. ნომერი ეძღვნება საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების რეფორმას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

პრეზენტაციას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი ირაკლი ფორჩხიძე და USAID-ის პროექტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (ProLog) ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე.

სტატიების ავტორებთან დისკუსიას გაუძღვება ჟურნალის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე, სამართლის სკოლის სრული პროფესორი კონსტანტინე ვარძელაშვილი. 

დისკუსიის მონაწილე ავტორები: 

  • გაბორ ჰალმაი, პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტი; 
  • ალან გრინი, უფროსი ლექტორი, ბირმინგემის უნივერსიტეტი; 
  • კანსტანტინ ძეტსიარო, პროფესორი, ლივერპულის უნივერსიტეტი; 
  • კონსტანტინე კუბლაშვილი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
მოდერატორი: კონსტანტინე ვარძელაშვილი, ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი.

ავტორები ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ლიბერალიზმი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში; COVID-19 და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია; საგანგებო მდგომარეობა და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი. 

ჟურნალი გამოიცემა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და პროექტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (ProLog) მხარდაჭერით.  

ღონისძიების დასრულებისთანავე, ჟურნალის მიმდინარე ნომრის ელექტრონული ვერსია განთავსდება აქ

 

დრო: 20 ივლისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: Zoom

Meeting ID: 989 7246 1694

Password: 452838

დასწრება თავისუფალია.

ბანერები