სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე კანდიდატთა ჩარიცხვა

ახალი ამბები

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე სარეზერვო სიების გათვალისწინებით სწავლის უფლება მოიპოვეს შემდეგმა კანდიდატებმა

კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა (იხ. სია)

საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა  (იხ. სია)

სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა (იხ.სია)

სიაში წარმოდგენილმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადნენ 2020 წლის 21 სექტემბერს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A408 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 32).

2020 წლის 21 სექტემბერის 15 საათამდე წარმოდგენილი სიების მიხედვით მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოუცადებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუფორმდებათ სარეზერვო სიაში მყოფ კანდიდატებს რეიტინგის გათვალისწინებით.

ელშეკრულების გაფორმებისას წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
დ) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.  

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, დიპლომს, მისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანება ბათილი იქნება გამოცემის მომენტიდან.

ბანერები