სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე კანდიდატთა ჩარიცხვა

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე სარეზერვო სიების გათვალისწინებით სწავლის უფლება მოიპოვეს შემდეგმა კანდიდატებმა

  • კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა (იხ. სია)

სიაში წარმოდგენილმა კანდიდატებმა  ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადნენ 2019 წლის 25 სექტემბერს  15:30 საათიდან 17:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A407 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 32).

2019 წლის 25 სექტემბერის 17:00 საათამდე წარმოდგენილი სიების მიხედვით მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოუცადებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუფორმდებათ სარეზერვო სიაში მყოფ კანდიდატებს რეიტინგის გათვალისწინებით.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი:

  1. პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  2. 2019 წლის სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
  3. 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4. (ელ. ვერსია  დისკზე)
  4. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის ასლი;
  5. მაგისტრობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, სადაც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
  6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა.

 

ბანერები