სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების (წერითი გამოცდა, ინგლისური) პირველადი შედეგები

ახალი ამბები

სამართლის სკოლის მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების პირველადი შედეგების განთავსებისას, კერძოდ ინგლისური ტესტის შედეგების დაჯამების ნაწილში არსებულმა ტექნიკურმა შეცდომამ, გამოიწვია რამდენიმე მაგისტრანტობის კანდიდატის ქულის არასწორი ასახვა. ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენისთანავე, შეფასებები გასწორდა და განახლებული შედეგები შეგიძლიათ იხილთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

ბოდიშს გიხდით გაუგებრობისთვის და გისურვებთ წარმატებას.

  • კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა (იხ. სია)
  • საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა (იხ. სია)
  • სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა (იხ. სია)

(ინფორმაცია მოცემულია მაგისტრანტთა კანდიდატებისათვის რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდებით, წერითი გამოცდისა და ინგლისურის ჯამური ქულებით.)

მაგისტრანტობის კანდიდატთა სააპელაციო განაცხადები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების შესახებ უნდა იქნეს წარდგენილი სამართლის სკოლის ელექტრონულ მისამართზე lawfaculty@iliauni.edu.ge 2022 წლის 8 და 9 სექტემბერს.

იხ. სააპელაციო განაცხადის ფორმა

2022 წლის 15 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება სააბოლოო შეფასებები - აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.

2022 წელი

 

ბანერები