სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით

ახალი ამბები

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები წარმოდგენილია აპელაციის გათვალისწინებით. ძირითადი და სარეზერვო სიები იხილეთ პროგრამების მიხედვით.

მაგისტრანტობის ის კანდიდატები, რომლებიც მოხვდნენ ძირითად სიაში, ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდნენ 2022 წლის 16, 17 და 19 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A407 აუდიტორიაში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).

2022 წლის 19 სექტემბრის 18:00 საათამდე ძირითადი სიების მიხედვით მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუფორმდებათ სარეზერვო სიაში მყოფ კანდიდატებს რეიტინგის გათვალისწინებით. კონკრეტული ინფორმაცია ხელმოწერის ვადებისა და დროის შესახებ 2022 წლის 19 სექტემბერს განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე. სარეზერვო სიების კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2022 წლის 20 და 21 სექტემბერს (კონკრეტული კანდიდატებისთვის მითითებული კონკრეტული დროის გათვალისწინებით, შესაბამის ვადებში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუფორმდება რეიტინგით მომდევნო კანდიდატს).

ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უნდა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა (დედანი), რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

დ) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

2022 წელი

ბანერები