სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის რიგით მესამე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

2013 წლის 24 მაისს ილიას სახელმიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის სკოლის სტუდენტთა რიგით მესამე სამეცნიერო კონფერენციის ფინალური ეტაპი.

კონფერენციის ფინალურ ეტაპში მონაილეობა მიიღეს ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტ(ებ)ის სტუდენტებმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა იმ სტუდენტთა ნაშრომები, რომელთაც გაიარეს კონფერენციის პირველი ეტაფი, რაც გულისხმობდა შესბამის დარგში მომუშავე ექსპერტების მიერ ნაშრომების 60 ქულის ფარგლებში შეფასებას. მეორე ეტაპზე დაშვებულ იქნა ნაშრომები, რომელთაც გადალახეს 41 ქულიანი ზღვარი.

კონფერენციის მეორე ეტაპზე გადავიდა  შემდეგი აქტუალური ნაშრომები:
1.    ნინო მეურმიშვილი „მსჯავრდებულთა საარჩევნო უფლებები“;
2.    ზურაბ ნატროშვილი „ლიზინგის განვითარების ტენდენციები და მისი სამართლებრივი რეგულირება“;
3.    სალომე ოსეფაშვილი, ნათია დიღმელაშვილი „ინფორმაციული უსაფრთხოება“;
4.    მარიამ მურღულია „მედიაცია საქართველოში, დღევანდელობა და პერსპექტივები“;
5.    მერაბიშვილი ნადეჟდა „გენდერული თანასწორობა, მითი თუ რელობა?“;
6.    ტურიაშვილი ლედი „განრიდება და მედიაცია“;
7.    ლევან ჯგერენაია „კანონიერი ნდობის პრინციპი კანონიერების პრინციპის პირისპირ“.

კონფერენციის ფინალურ ეტაპზე მოხდა ნარომებზე მუშაობისას მიღებული შედეგების გაცნობა და გაიმართა სამეცნიერო კითხვა–პასუხი.

მომხსენებლებს კომისიის წევრები აფასებდნენ 40 ქულის ფარგლებში. მიღებული შეფასება დაჯამდა კონფერენციის პირველ ეტაპზე მიღებულ შეფასებასთან და გამარჯვებულები გამოვლინდნენ ჯამური ქულის მიხედვით.

კონფერენციის გამარჯვებული გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ზურაბ ნატროშვილი, რომელიც ყველა სხვა მონაწილესთან ერთად დასაჩუქრდა სერთიფიკატით, იურიდიული ლიტერტურით და ფასიანი საჩუქრებით. მეორე საპრიზო ადგილი - ლევან ჯგერენაია, მესამე ადგილი მარიამ მურღულია.

ბანერები