სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა კვლევითი გრანტი მოიპოვა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტი მოიპოვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის კვლევისა და საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით.

ინტერდისციპლინური კვლევის მიზანია, გაიაზროს ნაფიც მსაჯულთა სისტემის რეფორმის მიმდინარეობა, ხელი შეუწყოს ზემოაღნიშნული თემატიკის აკადემიური დისკურსის ინიცირებას და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს საზოგადოებაში.

კვლევაში მონაწილეობენ: ვილფრედ ლორეალის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლაი კოვალევი (კანადა), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები – ანა ჟვანია, და გიორგი მუმლაძე. პროექტის ღონისძიებების დაგეგმვას გაუძღვება ნინო ჭელიძე.

პროექტის ხანგრძლივობაა 36 თვე, ბიუჯეტი – 144 ათასი ლარი.

ბანერები