სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის გუნდი მონაწილეობდა ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის შეჯიბრებაში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტთა გუნდმა უნივერსიტეტისა და Commercial Law Development Program-ის (CLDP) მხარდაჭერით იასპარეზა ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის შეჯიბრებაში, ზენიცის ფრიმუთში.

  • შეჯიბრების მონაწილე სტუდენტები დაესწრნენ ტრენინგებსა და კონფერენციას. ტრენინგი გაიმართა თემებზე: The Law Applicable to the Arbitration Agreement; Oral Advocacy და სხვ., კონფერენცია კი თემაზე The Intersection of International Arbitration and Sustainable Development.
  • შეჯიბრებაში მონაწილეობდა 14 უნივერსიტეტის გუნდი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა ბანია ლუკის, ტუზლის, ზენიცისა და პოდგორიცის უნივერსიტეტების გუნდებს.
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარადგინეს მართა ბოკუჩავამ, გიორგი მალანიამ და მარიამ მიქაძემ.
  • უნივერსიტეტის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 2022 წლის 9-14 აპრილს მონაწილეობას მიიღებს ფინალურ ეტაპში.
2022 წელი
ბანერები