სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის ღონისძიება ლტოლვილთა სამართლის შესახებ

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) ერთად გამართა ღონისძიება ილიაუნის სტუდენტებისა და საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი ახალგაზრდების მონაწილეობით.

ილიაუნის სტუდენტებმა და ლტოლვილმა ახალგაზრდებმა შაბათ-კვირა გაატარეს ქალაქ თელავში. არაფორმალურ გარემოში გაუზიარეს ერთმანეთს პირადი ისტორიები, დასახული მიზნები, ასევე მათ წინაშე არსებული პრობლემები და სირთულეები.

თელავის მუზეუმებისა და ისტორიული ადგილების მონახულებისას სტუდენტებმა და ლტოლვილებმა გაცვალეს მოსაზრებები ერთობლივი საქმიანობის შესახებ.

როგორც ლტოლვილებმა, ისე სტუდენტებმა, გამოავლინეს სოლიდარობა და მზადყოფნა, თავიანთი ძლიერი მხარეებით, ცოდნითა და ინიციატივებით ხელი შეუწყონ ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობას და საქართველოს საზოგადოებაში ლტოლვილთა ინტეგრაციას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მომავალშიც გეგმავს საინტერესო ღონისძიებებს.

2021 წელი

ბანერები