სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის დეკანის თანაშემწის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სამართლის სკოლის დეკანის თანაშემწის პოზიციაზე. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამართლის სკოლის დეკანის მიერ განსაზღვრული მიმდინარე დავალებების შესრულება;
  • სამართლის სკოლის კორესპონდენციის კონტროლი;
  • სტუდენტური პროექტების კოორდინაცია და კონტროლი;
  • სკოლის საქმიანობის საჭიროებებიდან გამომდინარე, სამსახურებრივი ბარათების მომზადება;
  • სამართლის სკოლაში სასწავლო და კვლევითი პროცესის მიმდინარეობის კონტროლი;
  • სამართლის სკოლის სტუდენტური პროექტების კოორდინირება (აუდიტორიის დაჯავშნა,
  • ფოტო/ვიდეო გადაღების ორგანიზება, ინფორმაციის გავრცელება);
  • სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით ჩატარებული ყველა ტიპის ღონისძიების (კვირეულების) კოორდინირება და ამ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა საგრანტო პროექტების კოორდინირება;
  • ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა "eDocument"_ით ფაკულტეტზე შემოსული კორესპონდენციის დახარისხება, გადანაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
  • ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის (მოწვეული მასწავლებლები) ხელშეკრულებების გაფორმება/გაგრძელებასთან დაკავშირებით წარდგინებების მომზადება;
  • ფაკულტეტზე მოწვეული მასწავლებლების ყოველთვიური დატვირთვების მონაცემების მომზადება და უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის გაგზავნა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით მონაწილეობს ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 - ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატისა ან სხვა დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, წარმოადგინეთ ასლი) ;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
  • უმაღლესი განათლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტებისა და
  • უნივერსიტეტის რეგულაციების ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი); 
  • ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;

ქცევითი კომპეტენციები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალობა;
  • ანალიტიკური აზროვნების და კომპლექსური ხედვის უნარი;

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის 32;

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი);

სამუშაო დღეები:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;

ანაზღაურება: დარიცხული ხელფასის სახით: 1500 ლარი, გამოცდილების შესაბამისად და ზრდის პერსპექტივით.

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად: 

  1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა; 
  2. ტესტირება (IQ -ტესტი);
  3. ინგლისური ენის ტესტი (სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში);
  4. გასაუბრება.

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს: 

  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები; 
  • სამოტივაციო წერილი (მნიშვნელოვანია, მასში ჩანდეს კანდიდატის ხედვა, თუ როგორ პასუხობს მისი ცოდნა და გამოცდილება ვაკანსიით განსაზღვრულ სამუშაო აღწერილობას);
  • აუცილებელია მინიმუმ ორი რეკომენდატორის მონაცემების მითითება.

აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge.

გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება დეკანის თანაშემწე.

დაკავშირება მოხდება კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე  ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

2023 წელი

ბანერები