სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის დეკანად პროფესორი გიორგი პაპუაშვილი აირჩიეს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბჭოს 2023 წლის 27 ივნისის  სხდომის გადაწყვეტილებით სამართლის სკოლის დეკანად არჩეულ იქნა პროფესორი  გიორგი პაპუაშვილი.

გიორგი პაპუაშვილი ფლობს პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. მას  აქვს 25 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილება  როგორც არასამთავრობო და აკადემიურ სფეროში, ისე სახელმწიფო სექტორში. სხვადასხვა დროს ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობები, ბოლო წლებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტების ფარგლებში ეწეოდა საერთაშორისო საკონსულტაციო საქმიანობას აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი და სასამართლო რეფორმებისა და ანტიკორუფციულ სფეროებში.  

2023

ბანერები