სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის ახალი სამაგისტრო პროგრამა - „საჯარო სამართალი და პოლიტიკა“

15 და 16 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით, ბათუმში, შეიმუშავა სამაგისტრო პროგრამის პროექტი - „საჯარო სამართალი და პოლიტიკა“, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2015 წლის შემოდგომის სემესტრიდან. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები შეიძენენ სიღრმისეულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს საჯარო სამართალში, გაიღრმავებენ ცოდნას საჯარო პოლიტიკის განხორციელების თავისებურებებზე, ფილოსოფიაზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და საჯარო მმართველობაზე. პროექტზე მუშაობა ამ ეტაპზეც ინტენსიურად მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, ჩვენი კურსდამთავრებულები - წარმატებული პრაქტიკოსი იურისტები და მკვლევრები - სამომავლოდ წამყვან თანამდებობებს დაიკავებენ საჯარო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ბანერები