ახალი ამბები
16 ივლისი, 2024
კონკურსები
12 ივლისი, 2024
ღონისძიებები
20 ივლისი, 2024
სამართლის სკოლაში ლექტორთა შესარჩევი კონკურსი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს ლექტორთა შესარჩევ კონკურსს კერძო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებებით სხვადასხვა სასწავლო საგნის წასაკითხად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV არაუგვიანეს 10 თებერვლისა ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე mgiorgobiani@iliauni.edu.ge.
წერილის საგანში გთხოვთ მიუთითოთ - კონკურსი და სასურველი მიმართულება.
საბოლოო კანდიდატთა შერჩევა მოხდება საჩვენებელი ლექციის საფუძველზე, რომელიც გაიმართება 17 თებერვალს.
CV- ების შედეგად შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით და მივაწვდით ინფორმაციას საჩვენებელი ლექციის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე: 222 16 37