სამართლის სკოლა - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები“.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ”საქართველო”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან და სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებათა დაცვის ცენტრთან თანამშრომლობით, აწყობს სამართლის სკოლას - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები“. სკოლა იფუნქციონირებს პროექტების ციკლის - „ელსა შეუზღუდავი უფლებებისა და შესაძლებლობებისთვის“ - ფარგლებში.
პროექტის მიზანია:
1. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა იურისტების ცნობიერების ამაღლება და მათი დაინტერესება შშმ პირთა უფლებრივი და სოციალური მდგომარეობით;
2. ახალგაზრდა იურისტთა ცოდნის გაღრმავება საერთაშორისო კანონმდებლობით უზრუნველყოფილი სტანდარტების შესახებ, საქართველოში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწისა და განვითარების მიზნით;
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტური სოციალიზაციისა და ახალგაზრდებთან ინტერაქციის ხელშეწყობა.
სამართლის სკოლის ლექციები, რომელთაც წარუძღვებიან სპეციალისტები და პრაქტიკოსი იურისტები, გაიმართება 13-20 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს, რომლებიც შეირჩევიან აპლიკაციების საფუძველზე.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, არაუგვიანეს 12 მაისისა (18:00 საათამდე) შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე:
პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა როგორც ასოციაციის წევრებისათვის, ისე გარეშე პირებისთვის!
სამართლის სკოლის თითოეული მოსწავლე მიიღებს სწავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
გისურვებთ წარმატებებს!
საკონტაქტო პირი: მარიამ გრიგალაშვილი, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია, საქართველოს სემინარებისა და კონფერენციების დეპარტმანეტის წევრი
ტელ: (+995) 555 42 38 78(+995) 555 42 38 78; ელ.ფოსტა: sc@elsa.ge; ვებ: www.elsa.ge