სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) თბილისი, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან (TCJ) ერთად 11-15 ნოემბერს ახორციელებს მორიგ სამართლის სკოლას, ამჯერად საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის თემაზე.

პროექტს პარტნიორობას უწევენ: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის მიზანია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პოპულარიზება,  სტუდენტების ცოდნის გაღრმავება და სფეროში არსებული აქტუალური საკითხებით მათი  დაინტერესება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

,,ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს გარემოს ექსპლუატაციის პრევენციის საერთაშორისო დღეს„ 6 ნოემბერს, 12 საათზე - იუსტიციის სამინისტროში გაიმართება პროექტის პრეზენტაცია.

მისამართი: გორგასლის ქ. 24ა, თბილისი, I სართული, მე-2 საკონფერენციო დარბაზი.
 
პრეზენტაციის ძირითადი საკითხები:

• პროექტის მიზნები;
• პროექტის ფორმატი;
• სამართლის სკოლის თემები;
• პროექტში მონაწილეობა;
 
პრეზენტაციას დაესწრებიან უმაღლესი სასწავლებლებლებისა და პროექტის პარტნიორების წარმომადგენლები. პრეზენტაცია უმასპინძლებს სტუდენტებს, რომლებიც შეირჩევიან სარეგისტრაციო განცხადებების საფუძველზე.

პრეზენტაციაზე დასასწრებად განცხადების შევსების ბოლო ვადაა ა.წ. 4 ნოემბერი, 18:00 სთ.
რეგისტრაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1UvJse3lBYXT2gUPAFm2ffF2BvKdppHDL1t1W83zgo-Q/viewform
 
პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


Tel: (+995 577) 13 31 11; (+995 32) 2 38 22 51;  E-mail: sc.tbilisi@elsa.ge

ბანერები