სტაჟირება ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკაში
ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკა კლინიკური იურიდიული განათლების ფარგლებში აცხადებს მიღებას არაანაზღაურებად სტაჟირებაზე სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის III-IV კურსისა და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
ძირითადი მოვალეობები
- ადამიანის უფლებათა მიმართულების საქმიანობაში ჩართულობა;
- ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კლინიკის საქმიანობაში ჩართულობა;
- ადამიანის უფლებათა კლინიკის მუშაობისთვის საჭირო სხვადასხვა მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
- კლინიკის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მომზადების, კოორდინაციისა და წარმართვის პროცესში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის III-IV კურსის ან სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint, Google სერვისები.
ქცევითი კომპეტენციები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
სტაჟირების პირობები
სამუშაო დატვირთვა: კვირაში არაუმეტეს 20 საათი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო პერიოდი: 2026 წლის ივლისი–სექტემბერი (3 თვე)
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე კანდიდატებს შეარჩევენ რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის მიხედვით;
მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას.
კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: manuchar.tsetskhladze.1@iliauni.edu.ge და საგნის ველში მიუთითოთ დასახელება „სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკის სტაჟიორი“.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 29 ივნისი
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2026