სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის კლინიკა

სიახლე შესთავაზა - სამართლის სკოლის ფარგლებში პრაქტიკული კლინიკა ამოქმედდა, სადაც მაგისტრანტები პრაქტიკული მეცადინეობის კურსს გაივლიან. პრეზენტაცია სამშაბათს აუდიტორია # ა. 405-ში შედგა. მაგისტრანტებს კლინიკის შესახებ ინფორმაცია დეკანმა გიორგი თუმანიშვილმა და  კლინიკის ხელმძღვანელმა ამირან მეშველიშვილმა გააცნეს.

სამართლის კლინიკა თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცედენტო შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც მაგისტრანტებს, ასევე იურიდიული მომსახურებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს. კლინიკის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს მომენტალური სატელეფონო და ონლაინ, ასევე პირადი იურიდიული კონსულტაცია სამოქალაქო და ბიზნეს სამართლის საკითხებზე.

კლინიკის ვებ-საიტზე www.legalclinic.iliauni.edu.ge შესაძლებელია ასევე სამართლებრივ საკითხებზე საინტერესო სტატიებისა და ვიდეოლექციების ნახვა. გარდა ამისა სამართლის კლინიკა საზოგადოებრივი მაუწყებელის რადიოსთან ერთად გეგმავს ერთობლივ რადიოგადაცემებს, ხოლო მაგისტრანტების მიერ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე მომზადებული სტატიები ჟურნალ ტაბულაში გამოქვეყნდება.
სამართლის კლინიკაში პრაქტიკის გავლა მაგისტრანტებს ასევე ილიაუნის პარტიორ წამყვან საადვოკატო ბიუროებშიც შეუძლიათ, ხოლო სპეციალობით დასაქმებულებს ასევე სამსახურის ადგილის მიხედვითაც.

ილიას უნივერსიტეტი აგრძელებს განვითარებას რათა სწავლის სტანდარტები კიდევ უფრო აამაღლოს. სამართლის კლინიკის ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა უნივერსიტეტის წინსვლის საქმეში და იგი დიდ როლს შეასრულებს მომავალი იურისტების პროფესიონალიზმის ამაღლებაში.

ბანერები