სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა იმ სტუდენტთა ნაშრომები, რომლებმაც გაიარეს კონფერენციის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა შესაბამის დარგში
მომუშავე ექსპერტების მიერ ნაშრომების შეფასებას. ფინალურ ეტაპზე დაშვებულ იქნა ნაშრომები, რომლებმაც გადალახეს 41- ქულიანი ზღვარი (60
ქულიდან).

კონფერენციის ფინალურ ეტაპზე მოხდა ნაშრომებზე მუშაობისას მიღებული შედეგების გაცნობა და გაიმართა სამეცნიერო კითხვა-პასუხი.

სტუდენტებს კომპეტენტური ჟიურის წევრები აფასებდნენ 40 ქულის ფარგლებში. მიღებული შეფასება დაჯამდა კონფერენციის პირველ ეტაპზე მიღებულ
შეფასებასთან და გამარჯვებულები გამოვლინდნენ ჯამური ქულის მიხედვით.

კონფერენციის გამარჯვებული  გახდა ქეთევან მესხიშვილი, რომელიც ყველა სხვა მონაწილესთან ერთად დასაჩუქრდა სერთიფიკატით, იურიდიული
ლიტერატურით და ფასიანი საჩუქრებით.

ბანერები