სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა კონფერენცია

15 იანვარს, 13:00 საათზე, A101-ე აუდიტორიაში ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა პირველი სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ეტაპი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება იმ სტუდენტთა ნაშრომები, რომლებმაც გაიარეს კონფერენციის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა შესაბამის დარგში მომუშავე ექსპერტების მიერ ნაშრომების შეფასებას.  ფინალურ ეტაპზე დაშვებულ იქნა ნაშრომები, რომლებმაც გადალახეს 41ქულა (60 ქულიდან).

კონფერენციის ფინალურ ეტაპზე წარმოდგენილია შემდეგი ნაშრომები:

კონფერენციის ფინალურ ეტაპზე მოხდება აღნიშნულ ნაშრომებზე მუშაობისას მიღებული შედეგების გაცნობა და გაიმართება სამეცნიერო კითხვა-პასუხი.

სტუდენტები შეფასდებიან 40 ქულის ფარგლებში. მიღებული შეფასება დაჯამდება კონფერენციის პირველ ეტაპზე მიღებულ შეფასებასთან და გამარჯვებულები გამოვლინდებიან ჯამური ქულის მიხედვით.

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.

ბანერები