სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მემურანდუმის ფარგლებში გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსში, ილიას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა, სადაც თორმეტმა სტუდენტმა  წარმატებით გაიარა სამთვიანი სტაჟირება.

ილიას უნივერსიტეტის  სტუდენტების გარდა, ასევე საშუალება მიეცათ კონკურსში  მონაწილეობა მიეღოთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის წესით შერჩეულმა 23-მა სტუდენტმა გაიარა.

სტაჟირებისას თეორიული მომზადების კურსის გარდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა ტრეინინგები გაიარეს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა სამართლებრივი წერა, ადამიანის უფლებები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროცესი და სხვა. სწავლების თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ კი, ისინი პრაქტიკული უნარჩვევების შესასწავლად პროკურორებთან გადანაწილდნენ და ყოველდღიური მუშაობისათვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს.

28 მაისს იუსტიციის სამინისტროში სტუდენტებისათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ის სტუდენტები დააჯილდოვა, რომელთაც სამუშაო პრაქტიკა პროკურატურის ორგანოებში  წარმატებით გაიარეს.

ბანერები