სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების გაცნობითი ტური საქართველოს უზენაეს სასამართლოში

2012 წლის 11 ივნისს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მოაწყო გაცნობითი ტური ილიას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, სადაც ისინი საფუძვლიანად გაეცნენ უზენაესი სასამართლოს დაარსების, ჩამოყალიბების ისტორიასა და მის შემდგომ განვითარებას.

სტუდენტები ასევე ზოგადად გაეცნენ უზენაესი სასამართლოს საქმის წარმოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი თანამდებობაზე არჩევის და თანამდებობიდან განთავისუფლების წესს.

სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოში არსებული უძველესი არქიტექტურული  ფოტოსურათები  და ანტიკვარული ნივთები. მათ მიიღეს ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობის დაპროექტების ისტორიაზე და მისი შემდგომი აღდგენა-რეკონსტრუქციის შესახებ.
მათ დაათვალიერეს ისტორიული მნიშვნელობის სასამართლო დარბაზები, მოსამართლის სათათბირო ოთახები და იქვე არსებული დროებითი საპატიმროები და გვირაბები.

ბანერები